21 ოქტომბერს,ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა გვარად აფხაზავას ოჯახმა ქორწილი გადაიხადა, სადაც უზარმაზარი სუფრა გაწყობილი იყო შემწვარი ჯიხვების, არჩვებისა და თხების ფიტულებით.

ცნობისათვის, დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი და არჩვი წითელ წიგნშია შეტანილი და მისი დახოცვა აკრძალულია.

ამ ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში აფხაზმა ბლოგერმა ბესლან ხვარწკაიამ გაავრცელა, და მან სუფრას козлосвадьба უწოდა.

„როგორც აღმოჩნდა, სუფრაზე იყო არჩვები და თხები…“ – წერდა ხვარწკია.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებენ დახოცილ ცხოველებს. ფოტოს მიხედვით, ეს სავარაუდოდ დასავლეთ-კავკასიური არჩვი და ჯიხვია.

ქორწილის ფოტოს გავრცელების გამო, იმავე დღეს ბესლან ხვარწკიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის დაზიანებებით სოხუმის რესპუბლიკჯურ საავადმყოფოში მოხვდა. პაციენტს თავის ტვინის შერყევა, ცხივრის ძვლის მოტეხილობა, იარები გულმკერდის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები და ა.შ. ჰქონდა.

მომხდარ ძალადობას გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი დანაშაული აფხაზეთში არ ისჯება.

“შეხედეთ ფოტოებსა და ვიდეოს, თავად იღებენ ძალადობის ამსახველ კადრებს და თავად ათავსებენ მათ სახეების დაფარვის გარეშე სოციალურ ქსელში. ეს თავის მხრივ, ძალადობის მოწოდება და ძალის დემონსტრაციაა”, – ამბობს ასიდა შაკრილი.

ცანობისათვის, აფხაზავამ, რომლის ქორწილმაც სკანდალი გამოიწვია, რამდენიმე წლის წინ სოხუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია და მის ადგილას შენობა დადგა, რომლის ჭიკარი მოოქროვილი იყო, ხოლო შენობას ირმის ორნამენტები ჰქონდა. ამ ფაქტს მაშინაც გამოხმაურება მოჰყვა, ოკუპირებული ცოხუმის ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა, თუმცა ის მალევე დაიხურა.

1, 148 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი