დღეს ძალიან ხშირად გაიგონებთ ხოლმე: ,,მთავარი სიყვარულია“.

“მთავარი სიყვარულია“.

და რომელი სიყვარული?

ის სიყვარული, რომლითაც ოჯახში ლეკვი უყვართ ხოლმე?

ასეთი სიყვარული ლეკვთან შეიძლება. იმიტომ, რომ ლეკვი ლეკვად დარჩება (თუმცა, როცა დიდი გაიზრდება, შეიძლება მანაც შექმნას პრობლემები), მაგრამ ადამიანი აუცილებლად მონსტრად გაიზრდება, როდესაც ის მშობელს ლეკვის სიყვარულით უყვარს.

ან სიყვარულია ის, როცა სჭარბობს კაცთმოთნეობა, პირმოთნეობა, გრძნობები, ვნებები, რომელთაც ვერ აკონტროლებს ადამიანი, მითუმეტეს, თუ სულიერი ცხოვრების გამოცდილება არა აქვს?

აბა, რა სიყვარულზეა საუბარი?

იმ სიყვარულზე, რომელიც არამიწიერია, რომელზეც უფალი გვეუბნება: “ახალსა მცნებასა მოგცემთ თქვენ, იყუარებოდით ურთიერთას”.

რა შუაშია ახალი მცნება და სიყვარული? – ყურებს დაცქვეტს ადამიანი, როცა სახარებას კითხულობს. წარმართები სულ სიყვარულზე არ საუბრობდნენ და უგალობდნენ და უმღერდნენ ქრისტეს მოსვლამდე?!

მაგრამ უფალი აგრძელებს: “ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ”.

ანუ: “მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.”

და ადამიანს, აი, აქ უნდა ეყოს მინიმუმ ის სიბრძნე, რომ დაფიქრდეს: – აჰა, სხვა სიყვარულზეა საუბარი!…

ამ სიყვარულის გაგება იოლი რომ იყოს, მაშინ მთელი სამყარო ქრისტიანული იქნებოდა.

ამ სიყვარულის გაგებაც ძნელია,
დატევნაც ძნელია,
მიბაძვაც ძნელია და გაცილებით იოლია,ზურგი შეაქციო, შეურაცხყო და მოიძულო ის, რომელიც თავად ღმერთია, როგორც იოანე მოციქული ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

746 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი