ბოტანიკურ ბაღში, 18 ოქტომბერს, ვიზიტორების მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია. ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს.

“19 ოქტომბრიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი ბაღის ჰერპეტოლოგის მიერ, რის შედეგადაც გიურზა იპოვეს და დღეს ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ქვეწარმავალი ამჟამად სპეციალისტის დაკვირვების ქვეშაა”- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.

ეს მასალა წარმოადგენს ადრინდელი ფაქტის გაგრძელებას, იხილეთ წინა სტატია
665 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი