რატომ გვაქვს უბედურების განცდა, მაშინაც კი როდესაც თითქოს ყველაფერი გვაქვს რაც გვინდოდა?

ძირითადად ადამიანები უბედურები არიან თუ მათ:

ზედმეტად მაღალი მოთხოვნები აქვთ,საკუთარ თავთან

ვერ პოულობენ საკუთარ განსაკუთრებულობას

ბედნიერებას არასწორი მონაცემებით საზღვრავენ

ყოველთვის სურთ უფრო მეტი, ვიდრე გააჩნიათ

აიგივებენ სიკეთეს ბოროტების არ ჩადენასთან

ცდილობენ სხვას დააბრალონ საკუთარი უბედურება

იმედოვნებენ, რომ სხვა ადამიანი მოუტანთ ბედნიერებას

ეშინიათ საკუთარი წარუმატებლობის (კრახის )

ცდილობენ იპოვონ ადამიანი, ვისთან ერთადაც იქნებიან უბედური

თვლიან რომ ბედნიერების ძებნა ეგოისტობის გამოვლინებაა

ყოველთვის ელიან უბედურებას, ბედნიერების შემდეგ

ვერ ხედავენ საკუთარი შრომის ნაყოფს

როდესაც ადამიანი უბედურად თვლის თავს ამით იგი ბლოკავს სააკუთარ ბედნიერებას. ხშირ შემთხვევაში უბედური ადამიანი ექცევა ყურადღების ცენტრში, თავისი უბედურების ხარჯზე და ამით ქვეცნობიერად იგი რჩება “უბედურის”როლში ისე რომ თავადაც ვერ ხვდება. არც ცდილობს იყოს ბედნიერი, ამით იკმაყოფილებს საკუთარ ეგოისტურ სურვილს, იყოს ყურადღების ცენტრში და ბედნიერია  უბედური ადამიანის სტატუსით.

ყოველი ახალი დღე, სავსეა ბედნიერებით და უბედურებითაც,  სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ადამიანის მთავარი მიზანი  ბედნიერებაა და სწორედ აქეთკენ მიილტვის.

ბედნიერება ეძებეთ!უბედურება თავადაც მოგძებნით, მაგრამ ბედნიერს ვერ მოგერევათ.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა:www.ReadTime.ge

106 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი