ნატოს გემები ბათუმშია- ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 3 სამხედრო ხომალდი პორტში რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან იტალიური და თურქული ხომალდები, რომლებიც ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავ აპარატებთან ერთად.

გემებს დახვდნენ ადგილობრივი სამხედრო წარმომადგენლები, ჯერჯერობით თავდაცვის მინისტრი და მაღალჩინოსანი სამხედრო პირები არ გამოჩენილან ადგილზე.

შენაერთში შედიან საფლაგმანო ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდები ITS NUMANA (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

717 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი