35 წლის ასაკში ნანატრი გოგონა შემეძინა. თავიდან ეიფორიაში ვიყავი, მიხაროდა, მაბედნიერებდა, დედობა. ძირითადად, ვმუშაობდი და ბავშვი  დედამთილთან ან დედასთან მყავდა. მათ არაფერს ვაბრალებ,  ჩემი ბრალია… ლიზი მთელი დღეები პლანშეტით თამაშობდა.  წლინახევრის ასაკიდან თვალით კონაქტი დაკარგა, სახელზე არ რეაგირებდა, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, სულ ტიროდა, მითითებას არ ასრულებდა, აგრესიული და დამფრთხალი იყო, ახალ ნივთებს გემოს უსინჯავდა და უსაგნოდ ხელში ატრიალებდა ყველაფერს.  ორი წლის ასაკში ნევროლოგთან მივიყვანე შემდეგ, ბავშვთა ფსიქიატრთან.  ლიზის აუტიზმი დაუდგინეს. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა და ჩემი დედობაც მალე დამთავრდებოდა.

შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება აუტიზმზე.   გავაცნობიერე, რომ მარტო არ ვიყავი. სამწუხაროდ აუტიზმი ძალიან გავრცელებული დიაგნოზია, რომლის ზუსტი გამომწვევი მიზეზები არ არის დადგენილი. ფსიქოლოგებმა დამამშვიდეს, მათი წყალობით მოვედი დღემდე და ვთვლი, რომ როგორც დედამ ბევრი შეცდომა დავუშვი –  ძალიან ცოტა დროს ვუთმობდი ჩემს შვილს,  მას მხოლოდ ძილის დროს ვხედავდი. ეს ერთერთი მიზეზია რის გამოც ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს. როდესაც პრობლემა შეგვექმნა,  მიჭირდა მისი აღიარება და ვცდილობდი სხვადასხვა მიზეზების პოვნას, მრცხვენოდა ჩემი შვილის ხალხში გამოჩენა და რეალურად ამით დრო დავკარგე. ლიზი 5 წლისაა და გონებრივად მისი განვითარება ბევრად ჩამორჩება რეალურ ასაკს.

მე მივხვდი, რომ ლიზის განვითარებაში მთავარი როლი უნდა შემესრულებინა, ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, დავუპირისპირდი ყველას და ყველაფერს. ჩვენ დავდივართ თერაპიებზე ცენტრში, რაც ძალიან გვეხმარება, ასევე დღეში ორი საათით დამყავს საბავშვო ბაღში, იქ ყველას ძალიან უყვარს და ერთვება აქტივობებში.

ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ მშობლებო! სიმართლეს თვალებში ჩახედეთ, აუტიზმი არ არის განაჩენი, არც ბედი, არც დანაშაული, ნუ დაიდანაშაულებთ საკუთარ თავს, თქვენს შვილს ძლიერი დედა სჭირება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა: ReadTime.ge

109 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი