მე ალბათ ძალიან დიდი დრო დამჭირდება იმის გასააზრებლად რომ ჩემს სამედიცინო დასკვნაში სიტყვა ჯანმრთელი წერია.

სიმსივნე,კიბო, სარკომა და დამღლელი ქიმიები სადღაც უკან დამრჩა. თუმცა მე ჯერ არ ვიცი, ისინი იქიდან ბრუნდებიან თუ მხოლოდ მოგონებებად რჩებიან.

ასეთი დაავადებები უკვალოდ არ ქრება .დეპრესია და რეციდივის შიში _ გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია.

კიბო რომ დაბრუნდეს მერე? თუმცა, ეს ბრძოლა ხომ ჩვენ მოიგეთ და სხვა, დანარჩენ ბრძოლებსაც ერთად მოვიგებთ !

ჩემი ადამიანი მყავს, ნათია ქვია, ღამის სამ საათზე სუნთქვა შეკუმშულმა რომ დავურეკო, რამდენიმე წამში, იმედიან ადამიანად მაქცევს.

იცით,ყოველთვის მეღიმებოდა, როცა ჩემს მეორე სახლში, რომელსაც კლინიკა ქვია, ონკოლოგიური პაციენტები, რაღაცნაირი მზერით მიყურებდნენ და მე მათთვის სრულიად ჯანმრთელს, რიგის დათმობას მთხოვდნენ, ყოველთვის ვუთმობდი, ალბათ სადღაც გულის სიღრმეში ჩემი ჯანმრთელობის მეც მჯეროდა.

764 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი