საქართველო ღვინის ქვეყნის სახელით არის ცნობილიმევენახეობა–მეღვინეობაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია. ჩვენთან ვაზის 450–მდე ადგილობრივი ჯიშია ცნობილი, ამათ გარდა ყველა კუთხეში ვხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოტანილ ჯიშებსაც. ერთ–ერთი ასეთი, კერძოდ, ვაზის ამერიკული ჯიშია „იზაბელა“, რომელსაც ჩვენში ადესასაც უწოდებენ. მას შავი ნაყოფი აქვს და სხვა ჯიშებისგან განსხვავებული გემოთი ხასიათდება. როგორც ყურძენი, აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მისგან ღვინის დამზადება არათუ მიზაშეწონილი, არამედ დაუშვებელიცაა.

რატომ არის საშიში ადესასგან დამზადებული ღვინო?

დაღვინების პროცესში მასში მეთილის სპირტი წარმოიქმნება. მეთილის სპირტი აზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, მხედველობით ნერვს და სხვა ორგანოებს. მეთილის სპირტი წარმოიქმნება დუღილის დროსრომელიც საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნება კიდევ უფრო ძლიერ შხამად – ფორმალდეჰიდადიგი შხამია, რომლის მცირე რაოდენობაც კი თავბრუსხვევასა და გულისრევას იწვევს. დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ, შესაძლოა, ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

რას გვირჩევენ სპეციალისტები?

სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივირთვათ ადესასგან დამზადებული ღვინო და მხოლოდ ყურძნით დავკმაყოფილდეთ, რომელიც, მისგან დამზადებული ღვინისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

 

წყარო: palitranews.ge

582 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი