ასეც ყოფილა: – ადამიანი ჯერ დადის ეკლესიაში, შემდეგ წავა, თვეები, წლები დაიკარგება, მერე თავჩაქინდრული მოვა.

ვეუბნები:
– რა ნახე ეკლესიის გარეთ? თუ კარგი რამე ნახე, მომიყევი, მეც შენთან ერთად წამოვალ!
– ვერაფერი ვნახე,მამაო!

– რა უნდა ნახო! გარეთ დიდი თეატრია, მსახიობებით გაჯერებული – მეუბნება. ეს მსახიობობა ისეა გამჯდარი ჩვენში,
რომ ადამიანები აღსარების დროსაც, სიკვდილის წინაც კი მსახიობობენ, ამის მომსწრე მე ვარ და მინახავს.

კვდება ადამიანი და ,,პოზით” ამბობს აღსარებას, რა უბედურებაა ეს?!

ეს ის უბედურებაა, რომელიც გარეთ ავითვისეთ.მსახიობები გავხდით,
მაყურებლებისგან აპლოდისმენტებს ველოდებით; ტაშს რომ გვიკრავენ,
როგორ გვსიამოვნებს, როგორ გვიხარია! რომელ ზეციურ სამშობლოზეა საუბარი, რომელ სამოთხეში დაბრუნებაზე…

რა უნდა იქ მსახიობს?!

იქ ხომ ალალ-მართალი, გულწრფელი, გულღია კაცი მიდის…

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/

700 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი