წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინტერნეტ თამაშ ,,ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭის დედა უცხოეთიდან დღეს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და დაიღუპა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

ფაქიზო ფანჩულიძე ყვება, რომ ბიჭი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს იშვიათად დადიოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანად გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

886 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი