თუ შენი ნაკლი სიტყვაძუნწობაა, ღირსებაა, ყბედი რომ არ ხარ. თუ შენი ნაკლი მიმტევებელი და რბილი ხასიათია, ღირსებაა, გამმეტებელი და სასტიკი რომ არ ხარ. თუ შენი ნაკლი სიმორცხვეა, ღირსებაა, რომ თავხედი არ ხარ.

თუ შენი ღირსება პრინციპულობაა, ნაკლია, რომ ხანდახან შეუვალი ხარ. თუ შენი ღირსება გამბედაობაა, ნაკლია, რომ სიფრთხილე გაკლია. თუ შენი ღირსება ხათრიანობაა, ნაკლია, რომ უარის თქმა გიჭირს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენ საკმარისი ხარ, რომ უყვარდე.

ვინც უღიმის სიცოცხლეს, ის უკანაც იღებს საპასუხო ღიმილს ყველასგან და ყველაფრისგან.

სიყვარული, თანაგრძნობა ჩააცხრობს ჭრილობებს. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის მარტოობის შემსუბუქებას.

პირველ ყოვლისა, ალბათ უნდა ვირწმუნოთ, რომ სიყვარული თავისი არც ერთი ფორმით, მისი მთლიანი, ფიზიკური და სულიერი ერთიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს სიბუნძურე. მთავარია, ნამდვილი სიყვარულით ეხებოდეს ყველა ერთმანეთს.

ერს სჭირდება ცოდნა, რომ ღალატითა და ტყუილით არ მოსულა აქამდე, საუკუნეებს ეს პატარა ქვეყანა ცუდი თვისებების გამო არ გადაურჩა და პირიქით, თანადგომამ, ცოდნამ, გმირობის მაგალითებმა და ერთგულებამ მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

“დაუნანებლად ვაღიაროთ ერთმანეთის სიკარგე, ნიჭი, ვაჟკაცობა, გმირობა, არ გვქონდეს მიზნად სხვისი დაკნინება, საკუთარი უძლურების გრძნობის გადასაფარად და სულ მალე ვიგრძნობთ თვითონვე როგორ ვძლიერდებით.”

სიყვარული აქრობს სიამაყეს, აქრობს გამოგონილ პრინციპულობას და მხოლოდ ამ დროს ვაღწევთ იმ სულიერ მდგომარეობას, რომელის დასწავლასაც ვცდილობთ ღმერთთან გულახდილობისას. ამგვარად ვხვდებით ერთმანეთის სამოთხის კარი.

რამდენჯერაც რაღაცას კარგავ, გადაივლის ტკივილის სიმძიმე და აღნოაჩენ, რომ თურმე უამისოდაც შეიძლება გადარჩენა.

ისუნთქეთ -წყაროს ცივი წყლის, ზღვის, ვარდის, იასამნის, ტყის, საყვარელი ქალაქის ნაწვიმარი მიწის, მზეზე გამშრალი სარეცხის, ბუხარში ხმელი შეშის, პიტნის, ლიმონის, მეზობლის სახლიდან ამოპარული ვანილიანი კექსის და ახლომდებარე საცხობიდან გავრცელებული პურის სურნელი.
ინტენსიური გრძნობით, ღრმად ისუნთქეთ, შეიყნოსეთ სიცოცხლე.

რამდენჯერაც რაღაცას კარგავ, გადაივლის ტკივილის სიმძიმე და აღნოაჩენ, რომ თურმე უამისოდაც შეიძლება გადარჩენა.

ნათია ფანჯიკიძე
“შიშო, გამოდი გარეთ”

712 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი