ფლორიდაში მასწავლებლებს საკლასო ოთახში იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

შესაბამისი კანონი ფლორიდის წარმომადგენლთა პალატამ დაამტკიცა. კანონის მიხედვით, ამიერიდან ნებისმიერ მასწავლებელს ექნება უფლება, სკოლაში შეიარაღებულმა იაროს. ამისთვის კი, მას 144-საათიანი მოსამზადებელი კურსის გავლა მოუწევს.

ფლორიდაში მასწავლებლებისთვის იარაღი ტარების უფლების მინიჭება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის თებრვალში ყოფილი მოსწავლე პარკლენდის სკოლაში შეიჭრა.

 

 

წყარო: დაიჯესტი

270 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი