გორში, კომბინატის დასახლებაში, 21 წლის გოგო შეყვარებულმა სცემა. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ყვებიან.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული.

როგორც გაირკვა ინციდენტის მიზეზი თანხა გახდა,რის გამოც გოგომ კერძო სახლის დალაგება გადაწყვიტა. სწორედ, ეს გახდა მიუღებელი ბიჭისთვის და გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. მეზობლები ამბობენ რომ შეყვარებულების უთანხმოების, პირველი შემთხვევა არ არის და გოგონას ცემის ფაქტი შეყვარებულის მხრიდან უკვე მესამედ დაფიქსირდა.

109 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი