“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კითხვა, რომელსაც მე ადამიანები მისვამდნენ იყო ეს, რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს? ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, ამას აკეთებს ყველა საქართველოში – სახლში, ქუჩაში, სამსახურში, ყველა თავის სივრცეში.

ჩემი სივრცე ეს არის. ამიტომაც მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად, მისსავე ენაზე და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა. ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს

425 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი