ქართულ ტელე- და ინტერნეტ-სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები. არ წყდება ინტერესი სერიალის მთავარი გმირების პირადი ცხოვრების თუ კარიერის მიმართ.

ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „ნაადრევი ფრინველის“ მთავარი გმირების ჯანის (ჯან იამანი) და სანემის (დემეთ ოზდემირი) რეალურ ცხოვრებაზე მოგვეთხრო. თურქული პრესა იმასაც კი წერს, რომ წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავს.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

დემეთ ოზდემირი (სანემი), თურქი მსახიობი და მოცეკვავე დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს ანკარაში. ის ოჯახში მესამე შვილია. რვა წლის ასაკში, როცა მისი მშობლები გაშორდენ, დემეთი დედასთან და დებთან ერთად სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად. მსახიობს მამასთან არ აქვს ურთიერთობა.

დემეთმა თავდაპირველად კარიერა ცეკვით დაიწყო. შემდეგ გადაიღეს ცნობილი მომღერლის მუსტაფა სანდალის ერთ-ერთ კლიპში „ცეცხლი დაანთე და დაივიწყე“. მალე ცნობილი გახდა სერიალიდან „კურტ სეითი და შურა”. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ბევრ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა და გამოცდილებას იღებდა, მით უფრო მეტ შემოთავაზებას იღებდა და ცნობილი ხდებოდა. ამჟამად მისი ფილმოგრაფია 15-მდე სატელევიზიო შოუს, ფილმს და სერიალს ითვლის. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ყველაზე პოპულარული სერიალი „ნაადრევი ფრინველია“ (erkenci kuş), სადაც მთავარ როლს ჯან იამანთან ერთად თამაშობს.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

რაც შეეხება დემეთის პირად ცხოვრებას, სერიალ „მარწყვის სურნელის“ გადაღებისას მის პარტნიორ იუსუფ ჩიმთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. წყვილი დაახლოებით სამი წელი იყო ერთად. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა 37 წლის სეჩქინ ოზდემირი. წყვილი უკვე დაახლოებით ცხრა თვეა ერთადაა.

რაც შეეხება სერიალ „ნაადრევ ფრინველს“, ორივე მსახიობი – ჯანი და დემეთი საკმაოდ ცნობილი არიან და სერიალი პოპულარული ამიტომაცაა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სერიალის მთავარი გმირია სანემი, რომელიც მშობლების გამო სამსახურს ვერ იწყებს და მამის მაღაზიაში მუშაობს მისი დის ლეილასგან განსხვავებით, რომელიც დიდ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. მალე კომპანიაში თავისუფალი ადგილი გამოჩნდება და სანემიც მუშაობას იწყებს. სწორედ აქედან იწყება სანემის და ჯანის საინტერესო, სასაცილო და რომანტიკული თავგადასავლები.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

მსახიობებს თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავთ, რომლებიც სოციალურ ქსელში ჯანისა და დემეთის რეალურ რომანზე მალევე ალაპარაკდნენ, რასაც ყვითელ პრესაში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოც ადასტურებს. ჯანი და დემეთი საერთო მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ, სადაც ჯანი მას თვალს არ აშორებდა. საღამოს დასრულების შემდეგ კამერებმა ისინი ერთ ტაქსიში დააფიქსირა. შესაძლოა ფაქტები ამას ადასტურებს, მაგრამ ორივე მათგანი უარყოფს სასიყვარულო ურთიერთობას. ჯანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ეჭვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ არა შეყვარებული”.

დემეთმა მას და ჯანს შორის ურთიერთობაზე ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ შორის სიყვარული არ არის. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. სეჩქინისთვის არ მიღალატია, ვცადეთ, თუმცა ვერ ვუღალატე. ჩვენი სამუშაო იმდენად ინტენსიურია, რომ ერთმანეთის ნახვის გარეშე არ გამოდის, ეს არის ჩვენი ცხოვრების ურთიერთობა. სხვა სიყვარული არ არის“, – ამბობს დემეთი.

ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თურქეთში და ერთადერთი შვილია ოჯახში. როდესაც ჯანი ხუთი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. სწავლობდა იტალიურ კოლეჯში და მისი დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა აშშ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხნით იმუშავა იურისტად, მაგრამ ასევე გადიოდა სამსახიობო კურსებს და პირველი ნაბიჯები გადადგა ახალ კარიერაში – სატელევიზიო შოუში, რომელიც არარეიტინგული აღმოჩნდა. თუმცა ამაზე ჯანმა თქვა: „ყველა დიდი მსახიობი პატარა საქმიდან იწყებს“. ამ სიტყვებს უკვალოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე პატარა როლის შემდეგ, 2014 წელს გადაიღეს სერიალში „სიყვარული ჯიბრით“ (Inadina aşk), სადაც წარმატებული ბიზნესმენის როლი შეასრულა. ამის შემდეგ იყო „სავსე მთვარე“ (dolunay), სადაც ამაყ და ამბიციურ ფერიტს თავისი მზარეული ასლი შეუყვარდება.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

ჯანს „სიყვარული ჯიბრით“ გადაღების დროს შეუყვარდა მისი პარტნიორი აჯელა ტოპალოლუ. წყვილი ურთიერთობას არ მალავდა არც კამერების წინ. სოციალურ ქსელში მათი კოცნა ფანების გასარჩევი იყო დიდი ხნის განმავლობაში. აჯელას შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ბესთემსუ ოზდემირი, რომელთან რომანიც რვა თვე გაგრძელდა და ისინი 2017 წელს ოფიციალურად დაშორდნენ.

„მაშინაც კი, როცა ვკამათობთ, ყოველთვის ვპოულობთ ოქროს შუალედს. თუ წყვილიდან ერთს პრობლემა აქვს, მეორე ამ სიტუაციის მოგვარებას ცდილობს. არ ვუშვებთ, რომ პატარა პრობლემა გაიზარდოს”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბესთემსუ.

ჯანს გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად უამრავი გატაცება აქვს, რისთვისაც დროს ყოველთვის პოულობს. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და თურქულ ენებს. უყვარს გემრიელი კერძების დეგუსტაცია, უყვარს სპორტი, ცეკვა და გამოირჩევა კარგი პლასტიკურობით.

Read more: sputnik-georgia.com

78 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი