ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, 54 წლის კიანუ რივზი, ალბათ მილიონიდან ის ერთადერთია, რომელსაც საზოგადოება მიუხედავად მისი ულევი წარმატებისა და კარიერული წინსვლისა, მისი პიროვნული თვისებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გამო უფრო მეტად იცნობს. ცოტაოდენ ვარკვლავს თუ ჰქონდა ისეთი ტრაგიკული ცხოვრება, როგორიც კიანუს… მან ბავშვობაში ფიზიკური ტრავმა მიიღო, რის გამოც საოცნებო სპორტის თამაშს თავი დაანება, ადრეულ ასაკში მამამ მიატოვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შვილი დაკარგა და საყვარელი ადამიანი ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა, თუმცა მიუხედავად ამდენი პრობლემისა და სირთულისა, მისი უბრალო, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული პიროვნული მახასიათებლები ჯერაც არ დაუკარგავს.

მსახიობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ფილმიდან მიღებული შემოსავლების უპატრონო ბავშვთა სახლში გადარიცხა, ქუჩაში, შემწეობის მომთხოვნ ადამიანებთან ერთად ჩაის დალევა, საკუთარი დაბადების დღის სახლიდან მოშორებით, სრულებით მარტო გატარება და რამდენიმე ცენტიანი ცხელი ყავის დალევა. მისთვის მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული და ადამიანურია, ვიდრე ტაქსებითა და ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდება…

ეს იმ უნიკალური თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც მსახიობი საზოგადოებას ასე ძალიან უყვარს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, რის გამოც კიანუ რიზვი ხალხისთვის შეუცვლელია, ეს მისი მანდილოსნებისადმი დამოკიდებულებაა. სოციალურ ქსელში, წლების შემდეგაც კი, აქტუალუბას არ კარგავს მსახიობის ფოტოები, სადაც ქალბატონებთან, ან თუნდაც გულშემატკივრებთან ერთად ფოტოების გადაღების, ჩახუტების დროს მათ წელზე ხელით არ ეხება. კიანუს მორიდებულობამ და ჯენტლმენურმა საქციელმა ინტერნეტი მრავალჯერ აღაფრთოვანა და ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავის და “ჰოლივუდის ჯენტლმენის” სტატუსიც მოიპოვა.

197 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი