ანჯელინა ჯოლი და კიანუ რივზი გასაიდუმლოებულად ხვდებიან ერთმანეთს..

დასავლური მედიის ცნობით 54 წლის კიანუ რივზის გული შესაძლოა ექვსი შვილის დედას – 44 წლის ანჯელინა ჯოლის ეკუთვნის. ჭორებს ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ანჯელინა უკვე სამი წელია, რაც მსახიობის დედის – პატრიცია ტეილორის მეზობელია. ინსაიდერი ამბობს, რომ როდესაც ჯოლი და პატრიცია დამეზობლდნენ მსახიობი მიხვდა, რომ მას რივზთან დაახლოების შანსი გაუჩნდა.

“კიანუ ძალიან ახლოსაა დედამისთან: ის მუდმივად მიდის მის მოსანახულებლად. სწორედ ასე გაიცნო ანჯელინა. მათ დაინახეს, რომ ბევრი საერთო აქვთ და მათ შორის მიზიდულობის ძალა უმალვე გაჩნდა”, – თქვა წყარომ.

ინსაიდერმა ისიც დაამaტა, რომ კიანუმ მსახიობის შვილები გაიცნო და დაუმეგობრდა კიდევაც. რაც შეეხება რივზის დედას პატრიციას ეს ყველაფერი ძალიან ახარებს იმედი აქვს რომ კიანუ საბოლოოდ ვიღაცაზე დაქორწინდება და ბედნიერი იქნება..

205 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი