„ბევრს ბუზღუნა, ამპარტავანი და საშინელი მიზანტროპი ვგონივარ. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ სინამდვილეში, ბევრად უარესი ვარ!“ – ამბობს 79 წლის ალ პაჩინო, რომელმაც მარცხის ფასიც კარგად იცის და წარმატებისაც.

 ალ პაჩინოს ცნობილი ფრაზები:

ნუ იჩქარებთ საკუთარ თავზე ლაპარკს, თქვენზე ჭორაობა თქვენი წასვლისთანავე დაიწყება.

არ ღირს არავისთვის არაფრის ახსნა, რადგან ყველა ისე გაიგებს, როგორც თვითონ სჭირდება.

ყოველთვის ისაა ბრძენი, ვისაც პუბლიკა შეშლილად მიიჩნევს.

წარმატების პირველი წესი – არასდროს დანებდე! მეორე წესი – არასდროს დაივიწყო  პირველი წესი!

ადვილია თვალის მოტყუება, მაგრამ გულს ვერასდროს მოატყუებ!

საყვარელი ადამიანის სიტყვა უფრო კარგი მკურნალია, ვიდრე ნებისმიერი წამალი, თუმცა მოკვლაც ყველაზე ჯალათზე უკეთ გამოსდის.

როცა ერთი ადამიანი გაქცევს ზურგს, ხუთი სხვა იხედება შენს მხარეს, მერე კი, ის ერთიც ინტერესდება, რა დაინახა იმ ხუთმა შენში ახალი და უკან ბრუნდება.

ბევრმა ვერ გაიგო, რატომ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა, მე კი, ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ვურთიერთობდი მათთან.

ქცევა სიტყვებზე მნიშვნელოვანია. ერთმა შეიძლება გაბრაზებულმა გიყვიროს, მერე კი, სიამოვნებით დაგეხმაროს, მეორე კი, დიდხანს გეფეროს და საბოლოოდ მაინც გაგწიროს.

ყოველთვის მაქვს საკუთარი აზრი, რომელზეც არასდროს ვამბობ უარს, მაქვს პრინციპები, რომელთაც არასდროს ვღალატობ. არ მესმის, რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს.

თუ შენი არსებობა არაფერს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ არც არარსებობა იქნება შესამჩნევი.

ნურასდროს დაკარგავ დროს იმ ადამიანების სიძულვილზე, ვისაც სძულხარ, დაიხარჯე იმ ადამიანების სიყვარულზე, ვისაც ძალიან უყვარხარ.

ორიგინალად თუ დაიბადე, ნუ დამთავრებ ცხოვრებას ვიღაცის უხარისხო ასლად.

ნურც შეურაცხყოფას მიიღებ სერიოზულად, ნურც შექებას, რადგან შეურაცხყოფის მიყენება შურითაც შეიძლება, შექება კი – სიბრალულით.

წარმატება ყოველთვის ბევრ მტერს ბადებს, ასე რომ, თუ წარმატება გინდა, ომისთვისაც მზად უნდა იყო!

333 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი