ახლაგაზრდა მსახიობი და მოცეკვავე, დემეთ ოზდემირი დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს კოჯაელიში, როდესაც დემეთი 8 წლის იყო მისი მშობლები განქორწინდნენ, ხოლო დემეთი დედასთან ერთად სტამბოლში გადავიდა, მან დაამთავრა საშუალო სკოლა, საღამოობით ესწრებოდა გაკვეთილებს, პარალელურად კი ცეკვავდა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ 2 წელი სწავლობდა “შახიკი თეკანდის” თეატრალურ სტუდიაში. დემეთის პირველი როლი სარეკლამო იყო. დემეთი 2009 წელს მოცეკვავის ამპლუაში გადაიღეს მუსტაფა სანდალის ვიდეო რგოლში “Ateş et ve Unut” . 2012 წელს “პეგასუს ეარლაინის” რეკლამაში გადაიღეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში დემეთი ცეკვავდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კალათბურთის გუნდის, Anadolu Efes- ის მხარდასაჭერ ჯგუფში სახელწოდებით Efes Kizlari.
013 წელს დემეთის სატელევიზიო დებიუტი შედგა სერიალით “საიდუმლოს გაგიმხელ”, რომელიც ესპანური სერიალის “დაცულის”თურქულ რიმეიქს წარმოადგენს, ამ სერიალში დემეთმა აილინის როლი შეასრულა, რომელსაც ელექტროენერგიის მართვის უნარი აქვს. 2014 წელს დემეთი ალიას როლს ასრულებს სერიალში “ქურთ სეითი და შურა”, 2015 წელს კი მონაწილეობა მიიღო თავის პირველ ფილმში “დაიჭირე სიტყვა”, აგრეთვე მსახიობმა მთავარი როლი მიიღო რომანტიკულ კომედიაში “მარწყვის სურნელი”, აქ იგი ღარიბი გოგონას, ასლის როლს თამაშობს, რომელსაც მდიდარი ბიჭი, ბურაქი შეუყვარდება, რომლის როლსაც მსახიობი იუსუფ ჩიმი ასრულებს.
2016 წელს დემეთმა ახალ რომანტიკულ კომედიაში სახელწოდებით “ნომერი 309” ითამაშა ლალეს როლი, ამ სერიალში მას ცნობილი მსახიობი ფურქან ფალალი უწევს პარტნიორობას. ამჟამად (2018 წელი) იგი თამაშობს კიდევ ერთ ახალ რომანტიკულ კომედიაში “ადრეული ფრინველი”, რომელშიც იგი სანემის როლს ასრულებს, ამ სერიალში დემეთს პარტნიორობას ჯან იამანი უწევს. დემეთს ყავს და და ძმა, სახელად დერია და ვოლკანი.
რაც შეეხება დემეთ ოზდემირის პირად ცხოვრებას, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ხვდებოდა თავის პარტნიორს სერიალ “მარწყვის სურნელში” იუსუფ ჩიმს, ერთ-ერთ ინტერვიუში დემეთმა ისიც თქვა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდაც და ბედნიერებიც იგვნენ, თუმცა წყვილი დაშორდა ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი აგრეთვე მსახიობ და მის მოგვარეს, სეჩქინ ოზდემირს ხვდება, წყვილს ეტყობა რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და ძალიან ხშირად გვიზიარებენ საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში.
504 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი