ტელეკომპანია “რუსთავი 2-“ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შესახებ წერს და მისი იმ პოსტს ეხმაურება, რომელიც ფსიქროლოგმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე დაწერა.

გვარამიას თქმით, გონორი სახლში უნდა შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.

“ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.

და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს.”- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა.

ფანჯიკიძის თქმით, მას გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ გონია და საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა.

მისივე თქმით, ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით, უმწეო, სულელი, უაზროდ ენაფხანია ხალხი, როგორიც ჩვენ სინამდვილეში არ ვართ.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ “პოსკრიპტუმი” რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.

მან რუსეთის პრეზიდენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენია და დედამისთან და მამამისთან ერთად ჯოჯოხეთში დაწვა უსურვა.

181 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი