ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ბრედლი კუპერის ნიუ-იორკში მდებარე სახლში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ კუპერის ერთ-ერთ მეგობარზე დაყრდნობით ტაბლოიდური გამოცემა წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ლედი გაგამ კუპერის სახლში საკუთარი ნივთების ნაწილი უკვე გადაიტანა.

„ბრედლი ძალიან სერიოზული და ურთიერთობებზე ორიენტირებული კაცია და არანაირი ეჭვი არაა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. ერთად ცხოვრება მორიგი ლოგიკური ნაბიჯი იყო, მათ უკვე არაფერი აფერხებთ. ისინი ისედაც მედიის ყურადღების ცენტრში არიან და ურთიერთობების შესახებ ღიად საუბარი არ სურთ“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

 

129 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი