Gossip Cop-ის გავრცელებული ინფორმაციით მომღერალი ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება. ვარსკვლავებმა ბევრჯერ აღნიშნეს, რომ მათ შორის მეგობრული კავშირის მეტი არაფერია, თუმცა თავად ლედი გაგამ არსებულ ინფორმაციაზე შესაძლო ორსულობის შესახებ კომენტარი არ გააკეთა, მარტივად რომ ვთქვათ, არც უარყო და არც დაეთანხმა, რაც როგორც ტაბლოიდებისთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი საეჭვო ფაქტორი გამოდგა.

ბრედლისა და გაგას ურთიერთობა ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2018 წლის 31 აგვისტოს შემდეგ მოექცა, როდესაც ფილმ A Star Is Born-ის პრემიერა შედგა. ამ ყველაფერს დამატებული ის ფაქტი, რომ მომღერალმა ქორწილი გააუქმა, შემდეგ საქმრო Christian Carino-ს დაშორდა, თავად ბრედლი კუპერმა კი ოთხწლიანი ურთიერთობა საკუთარი შვილის დედასთან ირინა შეიკთან 2019 წლის ივნისში საბოლოოდ დაასრულა.

126 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი