პოეტი ზვიად რატიანი, მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და ვიდეო მიმართვა ჩაწერა.

მისი თქმით, აქციაზე მდგომი ადამიანების წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა.

“არ არის ადვილი ჩემთვის და ალბათ, არც მთლად ლამაზი ასე შორიდან რომ მიწევს საუბარი და ფიზიკურად ვერ ვარ დღეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც უკვე მეორე კვირაა გამოდიან რუსთაველზე და იცავს მომავალს და ებრძვის წარსულს და ყველა სიმახინჯეს, რაც ამ წარსულიდან დღემდე მოგვყვება. ძალიან დიდ ხანს შეიძლება ლაპარაკი ივანიშვილის და მისი ყურმოჭრილი მონების, ყმების ბოროტებაზე, უგუნურებაზე, ღალატზე, დანაშაულებზე, მაგრამ ალბათ არ ღირს, ჯერ ერთი ყველამ ყველაფერი იცის და მეორე, ეს ყველაფერი გაცილებით მოკლედ ითქმის და კიდევაც ითქვა დემონსტრაციებზე, უმოკლესად, ერთი სიტყვით – სირცხვილია.

ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზრდნენ ჩვენი შვილები, არიან ჩვენზე ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი და კიდიათ მაგრად, არც ის ბნელი 90-იანი წლები ახსოვთ და თუ ახსოვთ, ძალიან ბუნდოვნად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული, იმათ იციან ბოროტება, იმათ იციან საშინელებების კეთება, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებენ. რა ფორმითაც ეს დემონსტრაციები ტარდება, არის არაჩვეულებრივი – 7 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების გამოზოგვა, მოწესრიგებულობა და რაც მთავარია ხალისი, კი არ იტანჯებიან, ხალისობენ, ლამაზები არიან, მღერიან, უხარიათ ერთმანეთი და უყვართ ერთმანეთი. ამის წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა და მითუმეტეს ასეთი ჩანჩურა ხელისუფლება დღეს რომ გვყავს. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან ზედ, გაცილებით მალე ვიდრე გვეჩვენება”, – თქვა ზვიად რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა “საახალწლო დღეების” გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა.

ზვიად რატიანის მხარდაჭერა

" – ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, ჩვენზე ჭკვიანები არიან, არც ახსოვთ საბჭოთა კავშირი და კიდიათ მაგრად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად გაკოტრებულია, ვერაფერს უხერხებენ. ეს აქციის ფორმებიც კი არაჩვეულებრივია – 19:00 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების დაზოგვა, მოწესრიგებულობა და რაც მთავარია ხალისი, მღერიან, უხარიათ და უყვართ ერთმანეთი. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან.."ზვიად რატიანის მხარდაჭერა აქციის მონაწილეებს. 🥰#გახარიაწადი!

Gepostet von თავისუფლებისთვის – For Freedom am Dienstag, 2. Juli 2019

 

74 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი