მამა პეტრე კოლხი თვითმკვლელობის შესახებ კიდევ ერთ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ახალი დღე გათენდა, შენ ისევ იმაზე ტირი, რომ არავის სჭირდები… ეს უმადურობაა… პირველ რიგში სჭირდები საკუთარ თავს, რომ ღირსეულად უპატრონო და შუა გზაზე არ მიატოვო… არ მიუშვა ინერციით, სადმე არ გადაიჩეხოს… ვინაიდან არ სჭირდებით, იქნებ კარგად არიან… თუ ასეა, შენც კარგად უნდა იყო… ხომ იცი, როცა კარგად არის ადამიანი, იშვიათად გაახსენდები… თუ განსაცდელშია, აგაწრიალებს… შეეშვი… ოღონდ ბედნიერი იყოს და, რა მნიშვნელობა აქვს, მოგიკითხავს თუ არა… მოეშვი წუწუნს, სიბრაზეს… დრო ამაში როგორ უნდა გაიყვანო… ბევრია საკეთებელი… არ იფიქრო, მარტო ფულით შეგიძლია სიკეთის კეთება… ეს მეორე ხარისხოვანია… გული გაისუფთავე, იმ მიცვალებულებზე იზრუნე, ვისაც მომხსენიებელი არ ყავს… აი, მათ ნამდვილად სჭირდები, ისინი საკუთარი თავისთვის ვერაფერს შეძლებენ… შენს ლოცვაზე და სიკეთის კეთებაზეა დამოკიდებული მათი სულის შვება…

ნუ იტყვი, რომ არ გინდა სიცოცხლე, მის გარეშე, ვინც გარდაგეცვალა… ეს ეგოიზმია… დიახ, სწორედ მის გამო უნდა იცოცხლო, რომ მაქსიმალურად დაეხმარო, მან თავი კარგად იგრძნოს, რომ უფალმა შეიწყალოს მისი სული…

ხომ ხედავ, თურმე რამდენს სჭირდები… თუ იმიტომ განიცდი, შეძლებულები არ გემეგობრებიან… აქაც ძალიან ცდები… მათ მართლა არავინ სჭირდებათ, შესაძლებლობების და გავლენების გარდა… როგორ ფიქრობ, ის უკეთესია, ვიღაც იმიტომ გემეგობრება, რომ შენგან ფულს ელოდება?! ეს ყველაზე დიდი დამცირებაა… ადამიანური ღირებულებები შეინარჩუნე და ნადვილ ადამიანებს აუცილებლად დასჭირდები… არაადამიანებისგან კი თავადაც უნდა გარბოდე!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

159 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი