აფხაზეთიდან დევნილი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი დიანა ღურწკაია თბილისში ჩაშლილი ასამბლეის გამო ბოდიშს უხდის მის მონაწილეებს, „ერთმორწმუნე დებსა და ძმებს“. მან ამის შესახებ კომენტარის რუსულ გამოცემა „ტასს“ უთხრა

გარდა ამისა, მომღერალი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეკრებულ მანიფესტანტებთან არ უნდა გააიგივონ.

“ჩემთან მოვიდა უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არ ჰყოფნის ტაქტი და შეგნება ბოდიშის მოსახდელად, თავად მოიხდიდა ბოდიშს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები ლექტორის სიტყვებს, ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ, ერთმორწმუნე დასა და ძმას, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა. რუსეთი ყოველთვის იფარებდა სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების ადამიანებს, რათა მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა შესძლებოდათ. ჩემი შვილის ძარღვებში ორი მართლმადიდებელი შერეული სისხლია. ვიცი, რომ ამ ხალხებს ვერანაირი პოლიტიკა ვერ დააშორებს. დღეს დავბრუნდი საქართველოდან და ვნახე, რომ კოლოსალური სხვაობაა დემონტარენტებსა და საქართველოს მოსახლოების უმეტესობას შორის, სტუმართმოყვარეობა ქართული საზოგადოების უმთავრესი მახსაიათებელია“, – აღნიშნა ღურწკაიამ.

240 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი