პოეტი თორრნიკე ნაროზაული სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

დავიწყოთ ბოდიშით.
ბოდიში, რომ დამაგვიანდა ამ პოსტის გამოქვეყნება.

მთავრობა, რომელიც ქვეყნის მტერს ქვეყნის უმაღლესი ორგანოს ე.წ. ხელმნძღვანელის სკამზე დაჯდომის უფლებას აძლევს, აუცილებლად მოსაშორებელია ხელისუფლებიდან, მაგრამ ხსენებული მთავრობა სარგებლობს იმით, რომ დღესდღეობით ხალხს მესამე გზა არ აქვს ანუ არსებობს ორი ძირითადი პარტია, რომელიც არჩევნებში ეპაექრება ერთმანეთს. არ არსებობს მესამე და რეალური ძალა, რომელიც ამ ორს ჩაანაცვლებს და გადაწევს გვერდზე.
ამიტიმ ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული მთავრობის, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის აბსოლიტური უმრავლესობის (გარკვეულ პერიოდში) განახლებას. უკეთესი იქნება, იმ ხალხით, რომელიც არცერთ ზემოთ ხსენებულ ძალასა და პარტიას არ მიეკუთვნება.

რაც შეეხება უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით აქციაზე იმ დღეს, როდესაც არა დარბევა, არამედ, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ქვეყნის უმაღლეს ორგანოზე, პარლამენტზე თავდასხმა მოხდა, თუნდაც მხოლოდ მცდელობა…
( ამას მაშინაც არ მივემხრობოდი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხანა რომ იყოს )

გარკვეულმა ძალამ სათავისოდ გამოიყენა ჩემნაირი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, იმ ძალამ, რმელიც ამ მოვლენებამდე იგივე ახალგაზრდებს საკუთარ სისხლში ახრჩობდა.
მე კარგად ვხედავდი, როგორ ესროდა ხალხი ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს სპეც.რაზმს, როგორ ართმევდა ფარებს და როგორ იპარავდა სპეც.რაზმელებს სათითაოდ პარლამენტის კიბეებიდან.
და ჩემდაუნბურად გამახსენდა სპეც.რაზმი, რომელიც არსებობდა ნაციონალური მოძრაობის დროს, იგივე ოქრუაშვილის და სხვათა დროს, როგორ ექცეოდა ხალხს… (ვინ მიუახლოვდებოდა… ვინც მიუახლოვდა ან ცოცხალი აღარაა ან ნახევრად-ცოცხალია… )

კარგი, დავანებოთ ამ წარსულის მოგონებას თავი – დღეს რაც ხდება, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის საშინელება.
მაგრამ დამიჯერეთ, გახარია იქნება თუ მწუხარია, სპეც.რაზმი სპეც.რაზმად დარჩება და კონსტიტუცია კონსტიტუციად, სადაც გარკვევით წერია, რისი უფლება აქვს ამ უკანასკნელთ.
ამ საკითხში მინისტრების ცვლას არანაირი აზრი არ აქვს, აზრი აქვს მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, მაგ. სპეც.რაზმს აეკრძალოს რეზინის ტყვიებისა დაცრემლსადენი გაზის გამოყენება. თუ ეს არ გვაწყობს მაშინ საერთოდ ყველაფრის გამოყენება და ბოლოს სპეც.რაზმიც ავკრძალოთ. მე ამის მომხრე ვარ. გულწრფელად.
დანარჩენი თქვენთვის მომინდია.

მოთხოვნებს რაც შეეხება, ვინც ითხოვს მხოლოდ სპეც.რაზმის დასჯას, ყველა არასწორია თუ იქვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და იმ ტიპების დასჯას არ მოითხოვს ვინც მონაწილეობა მიიღო პარლამენტზე განხორციელებულ შტურმში და ვინც წაახალისა ეს შტურმი.

სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ, რაც თავი მახსოვს…
და გული მეხლჩება, როცა ვხედავ ორი ქართველი როგორ ესვრის ერთმანეთს.

თუ კოსტავამ მოახერხა მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე, დაპირისპირებოდა რუსებს და ამით დაგვიბრუნა დამოუკიდებლობა, მითუმეტეს ქართველებმა ჩვენშიც ეგ უნდა მოვახერხოთ და ვიღაც პატრონმოტყნულ რუსსს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ სისხლის ღვრამდე მიგვიყვანოს.

ჯერ კიდე როდის იყო მე და ჩემი ძმაკაცები რომ ცვლილებებს ვითხოვდით, მაგრამ ყველას გავხსოვდა და გვესმოდა, რომ ცვლილებებს მშვიდობის გარეშე მხოლოდ ბოროტების მოტანა შეუძლია.
ვინც მეტყვის ასე შუძლებელია რამის შეცვლაო, წავიდეს და მაჰათმა განდის ელაპარაკოს ამ საკითხზე.

საქართველოში მხოლოდ მშვიდობა – სხვა არაფერი!

483 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი