22 წლის ფრანგი მოდელი – ტინა კუნაკი, როგორც ჩანს, ვერასდროს დააღწევს თავს ვენსან კასელის ყოფილი მეულღლის – მონიკა ბელუჩის სახელს, ვინაიდან მის თითოეულ ნაბიჯს ხშირად სწორედ ცნობილ მსახიობს უკავშირებენ.

ამჯერად საუბრის თემა ტინას მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული უახლესი ფოტოები გახდა, ერთ-ერთ მათგანში ტინა ძმასთან პოზირებს.


მომდევნო კადრი კი თავად მისია, როგორც გულშემატკივრებმა აღნიშნეს კაბა, რომელიც მოდელმა შეარჩია მას ძალიან უხდება, თუმცა კორსეტები მონიკა ბელუჩის საკულტო სტილია.

“მონიკას უამრავი მსგავსი ფოტოსესია ჰქონია” – დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა და ამის დასადასტურებლად უამრავი ფაქტიც არსებობს, მიუხედავად ამისა გოგონასგან მსგავსი რამის მიბაძვად აღქმა მაინც გადამეტებულია და უბრალოდ მოდის გამოძახილად შეიძლება აღიქვას.

296 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი