მამაკაცებისთვის დაქორწინება ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ქალებისთვის კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ დასკვნამდე მივიდნენ წამყვანი სპეციალისტები ხანგრძლივი კვლევების შედეგად. ლონდონის ეკონომიკის სკოლის ექსპერტი პოლ დოლანი ამბობს, რომ მამაკაცები ქორწინებაში ურო მშვიდები და გაწონასწორებულები ხდებიან, ქალები კი, პირიქით.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ბედნიერი ქალი სწორედ მაშინაა, როდესაც არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყავს. დოლანის ბოლო კვლევა ქორწინებაში მყოფი და დაუქორწინებელი, ასევე განქორწინებული ადამიანების ბედნიერების კოეფიციენტს იკვლევდა. დადგინდა, რომ მეუღლეები ბედნიერებაზე განსხვავებულად პასუხობენ, როდესაც ერთად და ცალ-ცალკე არიან. დოლანის მტკიცებით, ახალი კვლევა დღეს სამყაროში დაუქორწინებელ ადამიანებთან მიმართებაში არსებულ სტიგმასაც ეხმიანება.

წყარო: fortuna.ge

356 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი