1. სძულს დროებითი ხალხი. მის ცხოვრებაში ხანმოკლე პერსპექტივით ნუ შეიჭრები!

2. იცის, რა სურს და თუ უკვე აქვს, ყოველთვის მეტზე იფიქრებს.

3. ლომს ყველაფერზე მეტად სჭირდება პირადი სივრცე და თავისუფლება. მისი კონტროლი თუ დაიწყე, შენგან წავა.

4. გულის ღრმა ჭრილობებს სიამაყის გამო მალავს.

5. ლომი გაწონასწორებულია მანამ, მის ნერვებზე არ ”დაუკრავენ”.

6. წინადადებებზე უარის თქმა უჭირს.

7. თუ ადამიანს უშვებს, მასთან აღარაფერი ესაქმება, ცხოვრებიდან შლის.

8. პატარა ტყუილიც სამუდამოდ დაუკარგავს ლომს თქვენდამი ნდობას.

9. თუ სიმართლეს ვერ აიტან, ლომს აზრი არ დაეკითხო. მისი ენა დანასავით ბასრია.

10. ის არაფერს ნანობს, ტკივილსაც გამოცდილებად თვლის

220 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი