“როენას შესახებ შემიძლია უამრავი დადებითი რამ ვთქვა, მაგრამ ლაკონურად ვიტყვი, არის უერთგულესი ადამიანი, რომელიც ბევრ პიროვნებას დაუდგა გვერდში გინდ მორალურად, გინდ მატერიალურად. ხელგაშლილი, მხიარული, ამავედროულად მკაცრი და სამართლიანია. სამაგალითო დედა და ბებია! ბოლო წლები ცხოვრობდა მოკრძალებულად, არ სვავს, არ ეწევა, ძალზე მორწმუნეა!!!

ჩვენს ნაცნობობას რაც შეეხება – ძალიან საინტერესო ვითარებაში გავიცანი როენა. ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ჩემს გარდა იყო ძალიან ბევრი სხვა ცნობადი პირი, სუფრის თავში იჯდა ულამაზესი ქალბატონი. იმ საღამოს მე და ჩემი კოლეგა მივფრინავდით ევროპაში და შემოგვთავაზა გაგიყვანთ აეროპორტში, როცა მისი მანქანის ნომერი ვნახე, მაშინ მივხვდი, ვინ იყო. ქალბატონი როენა არის უძვირფასესი ადამიანი, ჩემი საუკეთესო მეგობარი,” – აცხადებს ქალბატონი.

როენა ხუცურაულმა გირაოს გადახდის შემდეგ დღეს საპატიმრო დატოვა.

წყარო: რეიტინგი

122 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი