– როდის ვიქნებით თავისუფალი? როდესაც სიკვდილს არად ჩავაგდებთ. პლუტარქე – მე განწირული ვარ პერმანენტული ეგზისტენციალური შფოთისთვის, ვინ ვარ, რა ვარ, და საით მივდივარ? რატო ხდება ყველაფერი ასე? საუკუნეების წინათ ყველაფერი მარტივად იყო, ცხოვრება ცხოვრებისთის. მაგრამ სამყარო მეტისმეტად რთული გახდა ადამიანები განვითარდნენ და მეტიმეტად ბევრი შეიმეცნეს სამყაროზე, მოიწყეს ცხოვრება ტექნოლოგიებით და კომფორტისკენ სწრაფმა მათი მთავარი მიზანი გახდა. შესაბამისად როცა გადარჩენისთვის ბრძოლა სრულდება ჩნდება ახალი კითხვები რომლებზეც პასუხები ჯერაც არ არსებობს. ვერც წარსულის გააზრებას მოაქვს შინაგანი მშვიდობა და ვერც ახლის შემეცნებას, სად არის გამოსავალი? გამოსავალი მხოლოდ ერთია შინაგანი სამყაროს შეცნობა. მოკლედ ეგზისტენციალური კვლევა საკუთარი თავის. რთულია ყოველი ადამიანის შნაგანი სამყარო, როგორ შეიძლება სხვა ადამიანის შეყვარება მისი შინაგანი ბუნების შეცნობა, ყოველი ადამიანის თავისებურად დიდი სამყაროა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებიტ ჩვენი ინტელექტით, და ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას რომ სხვების წინაშე წარმოვჩინდეთ. მე ვარ უბრალო პაიკი ბინძური პოლიტიკოსების ხელში, რომლებსაც მმართველი რგოლები ხელში უპყრიათ და ქვეყნის ბედს წყვეტენ, ისინი ხელისუფლებაში თავიანთ ძველი დამსახურების გამო არ მოსულან, ისინი არც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილნი არიან, უბრალოდ მოვლენათა განვიტარებას უცბათ აუღეს ალღო და ქვეყნის სათავეში მოექცნენ. ქვეყნის სათავეში “კარგი” ადამიანები თითქმის არასოდეს მოდიან, ან თუ მოდიან ძალიან იშვიათად უმართლებთ მათთ. ამ საუკუნემ მოიტანა ყველაზე ცინიკურები აღწევენ დიდ წარმატებას, რომელთა მიზანი არა არც ქვეყნის წინსვლაზე ფიქრი და არც საზოგადოებრივ პროგრესზე ზრუნვა, მხოლოდ საკუთარი ქონების ზრდა და გავლენის გაფართოება. ბრბო, მათ კერპებად აქცევს და თაყვანისცემის ობიექტები ხდებიან უცბათ, საზოგადოება უცბათ ვერ ხვდება, რომ დიდი გადასახადები, მაღალი ფასები ყველაფრის ამის უკან სწორედ ეს ბინძური ცინიკოსები დგანან. ადამიანების დიდი ნაწილი ვერ თუ არ იჯერებს, რომ ასეთი ბინძური სისტემის გაჯანსაღება და შეცვლა შეიძლება, ესაა მიზეზი რის გამოც ასეთი ადამიანები ხდებიან აპოლიტიკურები რაც სწორედ ამ ცინიკოსებს კიდევ უფრო უხანგრძლიბევს ძალაუფლებით ტკბობას. მე განწირული ვარ ვიყო სათამაშო ბიოლოგიური ინსტინქტების ხელში. არ ავდივარ ხებზე არ ვწყვეტ ბანანებს მაიმუნის დარად, მაგრამ ფუნდამენტურად დიდად არ განსხვავდები მისგან. რაც მე მამოძრავებს ესაა საჭმელი და სწრაფმა მატერიალურად ვიყო უზრუნველყოფილი. ადამიანმა მოახდინა სიყვარულის რომანტიზება მაგრამ, ეს არაფერია თუ არა სწრაფვა გამრავლებისგენ, საკუთარი გენომის შესანარჩუნებლად. ადამიანი აღფრთოვანდება ქველმოქმედებით, კულტურით და მეცნიერებით. ეს გვაძლევს საშუალობას ვიყოთ დომინანტები ჯერ სხვა სულიერ არსებებზე შემდეგ კი სხვა ადამიანებზე. მე მზად ვარ ვიცხოვრო საკუთარი ტყუილით, რადგან არავის სურს იყოს გულახდილი, იყოს რეალურად ის რაც არის და არა თვალთმაქცი, სიცოცხლის ბოლომდე გვიწევს თამაში ვითამაშოთ არა ის როლი რისთვისაც ვართ შექმნილნი, დავმალოთ ჩვენი ნაკლოვანებები და გამოვიტანოთ მხოლოდ ყუილით შელამაზებული რეალობა, ასეა ეს ასე ხდება ადამიანი გარეგნულად წარმოგვიჩნდება კარგად, მაგრამ შინაგანად სულ სხვა რამ იმალება. შელამაზებული წარსულით შეგვიძლია მოვიგოთ ფავორიტი გოგონას გული, შელამაზებული წარსულით შეიძლება უფროსობის გულის მოგება, რადგან ამით კარიერულად წინ წავალთ, თუ დავიკავეთ პოპულალურ იდეოლოგიურ პოზიციას შეიძლება საზოგადოების ნაწილის გულის მოგება. მთელი თანამედროვე საზოგადოება ტყუილზეა აშენებული, ტყუილი მართავს ამ სამყაროს, რადგან ეს მუშაობს, ჩვენ კიდევ მუდამ გვიწევს თამაში, რომ დავმალოთ ჩვენი რეალური სახე. მე მინდა დავუკვირდე დავფიქრდე შევიმეცნო, რომ ამით მივიღო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ დავუტოვო ადამიანებს ჩემი გამოცდილება, რომ ისინი გახდნენ უფრო ჭკვიანები, უფრო განათლებულები, უფრო გონერები და უფრო მიმტევებლები. სწორედ ესაა ცხოვრების მთავარი ფორმულა. ყველა ჩვენი მიღწევა ყველა ჩვენი მარცხი ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც გვაძლევს უფრო მეტს გავხადოთ ჩვენი და ადამიანების ცხოვრება წინაზე უკეთესი. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი არა ერთეულ ინდივიდად არამედ რაღაც საერთო დიდის ნაწილად, ამის ერთადერთი საშუალებაა შევიგრძნოთ ცხოვრება სიკვდილის ბოლომდე. ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომელშიც ვცხოვრობ, იმისთვის რათა ეფექტურად მოვაგვარო პრობლემები, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენ ადამიანებმა უნდა შევიგნოთ რომ ჩვენ ერთი დიდი ორგანიზმი ვართ, ამისთვის კი ჩვენ უნდა დავძლიოთ მთავარი ინერტულობა და პასიურობა, უნდა დავძლიოთ მეს ფსიქოლოგია, საჭიროა აქტიურობა სხვა ადამიანის უფლების შლახვაზე თვალის დახუჭვა არის ის დანაშაული რომელსაც ბევრი ცდის, მაგრამ ცოტა თუ ამჩნევს ამას. ჩვენ კონცენტრირება აუნდა მოვახდინოთ ხელოვნებაზე და ვისწრაფოთ სილამაზისკენ, აუცილებელია ადამიანმა შექმნას და სრულყოს სამყარო, ეს ყველაფერი ის მცირე ჩამონათვალია რაც გვანსხვავებს ჩვენ ცხოველებისგან. სწორედ რომ კულტურაა კაცობრიობის არსებობის მთავარი დამადასტურებელი საბუთი, მხოლოდ ეს საბუთია წინა თაობებისგან დარჩენილი, სწორდ ეს განსაზღვრავს ჩვენს უკვდავებას სამყაროში. სამყარო სასტიკია და დაუნდობელი, ამ სისატიკეში კი ადამიანის მთავარი იარაღი უნდა იყოს ხელოვნება, ამ პროცეს კი საჭირდება გულახდილობა, ოსტატობა და სიკეთის შექმნა, ამ ყველაფრის სხვებისთის გაზიარება. მე უარი ვთქვი ამ ფსევდო ქრისტიანულ რიტორიკაზე რომელიც აგერ უკვე გვატყუებს საუკუნეებია, გვაშინებს სასამართლოთი თავად კი სიმდიდრეში იძირება. ჯოჯოხეთით და საშინელი სამსჯავროთი გვემუქრება მაშინ როცა ადამიანებს ხელს უნდა უწყობდეს, იმედს საძლევდეს, ამის ნაცვლად იგი შიშს ნერგავს მათში. სწორედ ეს შიშია ის რაც მრავალი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მეს აზროვნებით ცხოვრება, ადამიანმა გულთან უნდა მიიტანოს სხვისი ტკვილი ისევე როგორს თავისი, თუ ეს არ გამოუვა, მაინც არ გააკეთოს ისე რომ სხვას მიაყენოს ტკივილი. არასოდეს გაუკეთო ის სხვას რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ, რაც მეტ სიკეთეს გასცემს უფრო მეტს მიიღებს.

328 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი