საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი, იმ შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებმაც სუორტ მორის კოლეჯში სწავლა წარმატებით დაასრულა.

კოლეჯი წელს 380-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. სუორტ მორის კოლეჯი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, იქ მოხვედრაც ძალიან რთულია. მით უმეტეს, 380-დან 7 საუკეთესოში მოხვედრა. სუორტმორი 6-ჯერ დასახელდა საუკეთესო კოლეჯად შეერთებულ შტატებში, 2017 წლის მონაცემებით ის 5 საუკეთესო კოლეჯს შორისაა.

317 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი