ტორონტოს ცხოველთა დაცვის სამსახურმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ბინაში ასობით კატა აღმოაჩინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არასასიამოვნო სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის მიმართეს.

ისინი ვარაუდობდნენ, რომ კაცს სახლში 10-15 კატა ჰყავდა, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კაცი ბინაში 300-ზე მეტ კატასთან ერთად ცხოვრობდა.

კატები ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ, თუმცა ცხოველებს არანაირი დაავადება ან ინფექცია არ აღმოაჩნდათ.

წყარო: ImediNews

221 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი