“ევროვიზია 2019”-ზე კვიპროსის ქართველი წარმომადგენლი, თამთა გოდუაძე  საქართველოს ჟიურიმ 6 ქულით შეაფასა. ამ ფაქტს  ინტერნეტ-მომხმარებლები გამოეხმაურნენ:

“ევროვიზიას” არ ვუყურებდი, მაგრამ გუშინ გამხდარა საქართველო ყველაზე “შამართლიანი”. თქვე, ღორებო, თამთას როგორ არ დაუწერეთ 12 ქულა? ე.ი. ქართველი ქართველს არასოდეს უდგას მხარში. 12 ქულის დაწერაც რომ გვენანება ერთმანეთის წარმატებისთვის. ბოღმა და საცოდავი ხალხით აივსო აქაურობა,”

“სირცხვილი საქართველოს ჟიურის. სან მარინოს, რომელზეც იგლეჯდენენ ყველაფერს – ეგ გადავიდა ჩვენ ვერო, 10 ქულას უწერენ და თამთას 6. ეს არის ნამდვილად დიდი სიბოღმავის გამოვლინება,”

“გრცხვენოდეს ტოროშელიძე თამთასთან ერთად მაინც არ მჯდარიყავი ჟიურიში,”

“ვიღაც ჯოჯო გვყავდა ჟიურიში (აზრზე არ ვარ ვინაა), მე-14 ადგილზე გაიყვანა თამთა. მარიკო ლეჟავამ და კიდევ ერთმა  მე-4-ზე. სამწუხაროდ, 1-2-3 ადგილი არც ერთს ჩვენ ჟიურის გაემეტა თამთასთვის,”

“ბოღმები ვართ. ოთო რომ ვერ გადავიდა, თამთას შეგნებულად არ დაუწერეს მაღალი ქულა, კარგ ადგილზე რომ არ გასულიყო”, – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

264 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი