დასავლური ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ “ევროვიზია 2019”-ზე კვიპროსის წარმომადგენლის, თამთა გუდუაძის გამოსვლას.

გამოცემა The Sun წერს, რომ თამთა გოდუაძემ მაყურებლები სიშიშვლის ილუზიით, შოკში ჩააგდო.

“მომღერალს ნომრის დასაწყისში ტყავის ჩექმები და შავი ქურთუკი ეცვა, თუმცა შიდა სამოსის უჩვეულო არჩევანითა და ოპტიკური ილუზიით ფანები შოკში ჩააგდო… .ე.წ. ბოდე, რომელიც თამთა გოდუაძეს ეცვა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მომღერალი შიშველი იყო და სხეულის ინტიმური ადგილები უჩანდა,” – წერს გამოცემა.

თამთა გოდუაძის წარმატებულ შესრულებასა და მის ჩაცმულობაზე სხვა დასავლური გამოცემებიც წერენ.

“ევროვიზია 2019” -ის ფინალი 18 მაისს გაიმართება.

წყაარო: პრესა. ge

130 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი