ბედისწერის რიცხვს ისევე, როგორც თქვენი წონასწორობის რიცხვს, შეუძლია თქვენი ცხოვრების სტაბილიზაცია, აქცენტირება ან შეცვლა. წონასწორობის და ცხოვრების რიცხვებისგან განსხვავებით, ბედისწერის რიცხვი მუდმივია, უცვლელია. უცვლელია იმიტომ, რომ ბედისწერის რიცხვი დამოკიდებულია დაბადების თარიღზე და არა სახელზე და არა სახელსა და გვარზე.

როგორ განსაზღვროთ ადამიანის ბედისწერის რიცხვი?

მაგალითად: ირაკლი ელისბარის-ზე ბაქრაძე – დაიბადა 1908 წ. 27 აგვისტოს. აგვისტო – წელიწადის მე-8 თვე + 27 თვის დღე + 1908 დაბადების წელი = 1943. 1+9+4+3=17 და 1+7=8 – ეს არის ბაქრაძის ბედისწერის რიცხვი. ამგვარად განსაზღვრეთ თქვენი ბედისწერის რიცხვიც და ქვემოთ იხილეთ მისი მნიშვნელობა.

1- ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და შეუპოვრობით აღწევენ თავიანთ მიზნებს.

2- სიყვარულში, მეგობრობასა და კეთილსინდისიერებაში პოულობენ პირად ბედნიერებასა და ცხოვრებისეულ ჰარმონიას. ძალაუფლება და ფული ნაკლებად იზიდავთ.

3- ახასიათებთ სიცოცხლის სიყვარული და ოპტიმიზმი. ყოველთვის აღწევენ თავიანთ მიზნებს. უსიამოვნებების გამო გულს არ იტეხენ.

4- დინჯად, მაგრამ მიზანდასახულად მიიწევენ წინ. მათი მიზანი ყველაფერში საიმედოობაა.

5- ეწევიან აქტიურ ცხოვრებას. მრავალფეროვნების და თავგადასავლების მაძიებლება შეიძლება დიდ წარმატებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ ამის გამო გულს არ იტეხენ.

6- ამ ნიშნის ქვეშ მყოფნი ოჯახი, ახლობლებსა და მეგობრებში თავისთვის ქმნიან სიყვარულის, სილამაზის, კეთლგანწყობის ატმოსფეროს.

7- ამ ადამიანებისთვის სრულყოფა და ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ძალაუფლება.

8- ახასიათებთ ენერგია, გულადობა, თვითდისციპლინა. შეუძლიათ სარგებლობის მოტანა.

9- ისწრაფიან საკუთარი თავისა და ირგვლივმყოფთა სრულყოფისთვის.

235 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი