ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქციას მართავს.

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ თავი ქალაქის მერად უკვე გამოაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის კორდინატორებია, რომელთა ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

წულაია ფიქრობს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს” – აღნიშნა გოგი წულაიამ

წყარო: newposts

 

101 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი