– დღეს არ მინდა რომელიმე კონკრეტულ ფილმზე საუბარი არამედ მსურს შევეხო კინომატოგრაფიას როგორც ყველაზე სრულყოფილს და ამასთანავე უბედურ ხელოვნებას. დიახ უბედურს, რადგან კინო აერთიანებს ვიდეოს სცენებს ფოტოგრაფიას, მსახიობების ოსტატობას ანუ თეატრს სცენარს ანუ ლიტერატურას და რათქმა უნდა მუსიკასაც რადგან იშვიათია ფილმი რომელსაც საუნტრეკი არ ჰქონდეს. მოკლედ კინომ გააერთიანა ხელოვნების საუკეთესო მიმდინარეობები რის გამოც არის კინოხელოვნება ყველაზე სრულყოფილი და ამასთანავე უბედურიც. რატომ? იმიტომ რო მუსიკის შექმნა წიგნების დაწერა და ნახატის დახატვა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც ამაში არ აბანდებს არანაირ ფინანსურ რესურს გარდა საკუთარი ინტელექტუალური რესურსისა. ხოლო კინოს გადასაღბას პროფესიონალების მთელი ჯგუფია საჭირო, ამას დამატებული გადაღბის თანამედროვე ტექნიკის საფასური დავუმატოდ და კინოხელოვნება მეტისმეტად ძვირადღირებული სიამოვნებაა. მაგალითად რა შეიცვალა მხატვრობაში უკანასკნელი ხუთი საუკუნის მანძილზე არც არაფერი, მხატვარს იმისთვსი რომ შექმნას შედევრი ჭირდება ტილო, ფუნჯი და საღებავი. მაშინ როცა კინოში უკანასკნელი ასი წლის მანძულზე ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, სწორდ ეს სიძვირი განსაზღვას იმას რომ ინვესტორები მაქსიმალურად ცდილობენ მასიურად შექმნან გასართობი კინო. რა გამოდის რომ ხელოვნება მიდის ცალკე ხოლო გართობა კი თავისი მიმართულებით. სამწუხაროდ მარტო კინოში არაა ასე ლიტერატურაშიც მსგავს მიმდინარეობა შეიმჩნევა, შევადაროთ აბა ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი და ბოლო წლების ერთერთი ყველაზე გაყიდვადი ბულვარული დეტექტივი სტიგ ლარსონის “გოგონა დრაკონის ტატუთი”. პირველს კითხულობენ რომ ინტელექტუალურად და სულიერად განვითარდნენ ხოლო ლარსონს კი მხოლოდ დროის მოსაკლავად თუ წაიკითხავს ადამიანი. მაგრამ ლიტერატურაში მუდამ ასე იყო ვიღაცა ქმნიდა და ვიღაცა კი ფულს გამოიმუშავებდა. აი კინოში კი რეჟისორი იძულებულია გადაუხვიოს თავის ხედვებს, რადგან თუ მაყურებელი დადებითად არ მიიღებს ფილმს დამკვეთი კომპანია ვერ ნახავს მოგებას შეიძლება რეჟისორს აღარ მისცენს მუშაობის საშუალება და თუ მაინც დართეს შეიძლება ის არ ანდონ რომელიც მას სურს. ბედად მსოფლიო არაა ერთგვაროვანი და არსებობს ფონდები რომლებიც აფინანსებენ საავტორო კინოს, რომელიც ბალანსს იჭერს გართობასა და ხელოვნებას შორის. – ახლა კი მთავარზე მინდა გადავიდე კინო გასართობი და კინო ხელოვნებას მინდა შვეხო. ბედად მე გამიმართლა რადგან შემიძლია ინტერესით ვუყურო როგორც მაიკლ ბეის ტრანსფორმერებს ასევე აკირა კუროსავას სამ საათიან შედევრს შვიდ სამურაის. უმრავლესობას კი რათქმაუნდა გასართობი კინო იზიდავს, ამ კატეგორიის მაყურებლის რეაქცია საავტორო კინოზე კი ერთი არგუმენტია “რთულია და გაუგებარია” ეს ძალიან სასაცილო არგუმენტია რადგან საავტორო კინოს არა ქვს პრეტენზია იყოს მასიური და გასართობი, უთოს ვერ გავუბრაზდების იმის გამო რომ მას არ შეუძლია გარეცხვა რადგან ის შექმნილია გააუთოვის თეთრეული. უმრავლესობა საავტორო კინოს ისევე უდგება როგორც გასართობ და მასიურ კინოს ეს კი დიდი შეცდომაა. ორივე მიმდინარეობას აქვს თავისი მიზანი და საშუალება, გასართობი კინოს მთავარი მიზანია ვიყოთ ფილმში მოქმედი პირი, ანუ ფილმის მთავარი გმირის ადგილას უნდა წარმოიდგინოთ თავი და იცხოვროთ მისი ცხოვრებით, ასე ვთქვად მაყურებელი იქცევა ფილმის მთავარ პერსონაჟად. სწორედ ეს იზიდავს ფილმში მაყურებელს. საავტორო კინოს შემთხვევაში კი ყველაფერი რთულადაა, მისი მთავარი მიზანია ვიყოთ არა ფილმის მთავარი პერსონაჟ არამედ ჩავიხედოთ ჩვენს გულსა და გონებაში დავფიქრდეთ გამოვცადოთ გადავაფასოდ ჩვენი შეხედულებები. სწორედ ამიტომ არის გასართობი კინო პოპულალური ბევრად საავტორო კინოზე, საავტორო კინო საკუთარ თავში გვახედებს ხოლო გასართობი რეალობას გვწყვეტს, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა “რეალობის დანახვა უნდა გავბედოთ რადგან ის მუდამ სიკვდილის ენაზე გველაპარაკება”. გასართობ კინოს გაცილებით იოლად ხარშავს გონება ვიდრე საავტორო კინოს, გონებას კი დიდი ფიქრი არ სურს იმ შემთხვევაში თუ მას მატერიალური სარგებელი არ მოაქვს. ჩემ შემთხვევაში ძალიან ძნელია ამ ბლოგის დაწერა მე მიწევს ჯერ თემის ამორჩევა მერე მისი დამუშავება და საბოლოო ტექსტის დაწერა რაც დამიჯერეთ ძალიან რთულია, ამით მე არც ფინანასურად ვდიდრდები და არც პოპულალური ვხდები. მაგრამ ცდილობ საავტორო კინოს პოპულარიზებას და ამასთანავე საკუთარ თავსაც ვანვითარებ. უყურეთ საავტორო კინოს რადგან ამით შინაგან სამყაროს გაიმდიდრებთ, კი კარგია გასართობი კინოს ყურება დასვენება, მაგრამ შინაგანი სამყაროს გამდიდრება უფრო მნიშვნელოვანია, ის გვაძლევს მოტივაციას ვიაროთ წინ და არ გავჩერდეღ ერთ ადგილას, თუ გავჩერდით ერთ ადგილას ეს იმას ნიშნავს რომ სამყაროს უკუნეთი ელოდება და არა ნათელი.

ავტორი: გიორგი ბაბუციძე

145 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი