შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მოსვლა მოითხოვეს.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა აქ მაქვს. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ და დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

122 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი