ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლი-პიტმა გვარი შეიცვალა და ანჯელინა ჯოლი გახდა. ამის შესახებ US Weekly წერს. გამოცემამ მსახიობის მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოდან მოპოვებული დოკუმენტებიდან გაიგო.

43 წლის ჯოლისა და 55 წლის ბრედ პიტის განქორწინების პროცესი ოფიციალურად 15 აპრილს დასრულდა. განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. როგორც მოსამართლე იუწყება ანჯელინას და ბრედს შეუძლიათ ისარგებლონ მარტოხელობის სტატუსით, იმისდა მიუხედავად, რომ განქორწინების პროცესი ბოლომდე არ არის დასრულებული.

902 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი