ვერძი

ამ დღეს მოაქვს წარუმატებლობა ყველა საქმეში. არაფრის წამოწყება არ ღირს! გირჩევთ სამსახურის მერე არაფერი დაგეგმოთ და მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო.

კურო

დღევანდელი დღე კარგია თამამი ჩანაფიქრების და სერიოზული საქმიანობის განსახორციელებლად. დროა დაიწყოთ იმ გეგმების მოგვარება, რომლსაც დიდი ხანია გეეგმავთ, იცოდეთ ეს თქვენი დღეა, თუმცა გამორიცხული არ არის მოვლენების არასასრუველი გზით განვითარება, მაგრამ დროა გამბედაობა მოიკრიბოთ და საქმეს შეუდგეთ.

ტყუპი

დღეს ფინანსური დანაკარგები გელით – ყველაფერი თქვენი ზედმეტი ემოციურობის ბრალია. ნუ წამოიწყებთ რაიმე სერიოზულ საქმეს, მოითმინეთ ხვალამდე. იქნება ბევრი შეხვედრა, დამაიმედებელი მოლაპარაკებები, შესაძლოა გაგეხსნათ მშვენიერი პერსპექტივები. მოსალოდნელია სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატებების მიღწევა.

კირჩხიბი

დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ გადაწყვეტილების მაშინვე მიღება არ ღირს, რამდენადაც ის თქვენთვის არც ისე მომგებიანი იქნება. შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება გელით. შესაძლოა სიტუაცია გაგირთულდეთ უფროსობასთან, თუმცა ეს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდება და რეპუტაციას გაგიმყარებთ. იქონიეთ მეტი მობილიზება და მეტად თამამი იყავით გადაწყვეტილებებში.

ლომი

შეეცადეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში გაატაროთ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც  საკმაოდ მოულოდნელი და სასიხარულო იქნება ოჯახის ყველა წევრისთვის. შეცადეთ საღამომ ყოველგვარი აგრესიის გარეშე ჩაიაროს.

ქალწული

დღეს სიზარმაცე გძლევთ, რაც დამღუპველი იქნება ჯანმრთლობისთვის. შესაძლოა, საღამოს სასიხარულო პაემანი გქონდეთ. შეეცადეთ დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს, მოერიდეთ უფროსებთან კონფლიქტებს.

სასწორი

დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც ახლობელ ადამიანს ეხება. შესაძლოა ძველი ვალების გადახდა მოგთხოვონ. შეეცადეთ მაქსიმალურად მდგომარეობიდან არ გამოხვიდეთ, რადგან ეს აურზაური დღის ბოლოს ჩაწყნარდება.

მორიელი

დღევანდელი დღე განსაკუთრებით კარგია შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ყურადრებით იყავით პარტნიორების შერჩევისას – შესაძლოა ეს ხანგრძლივად გაგრძელდეს. სამსახურში შეიძლება მოგიწიოთ სამართლებრივი და იურიდიული საკითხების მოგვარება, შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს საქმე. საღამოს გატარება უმჯობესია ოჯახურ გარემოში.

მშვილდოსანი

დღეს არსებობს საშიშროება საკუთარი ილუზიებისა და თავის მოტყუების მსხვერპლი გახდეთ. პროფესიულ სფეროში ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. სითამამე საშუალებას მოგცემთ ხელი მოჰკიდოთ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად და ყველა ბოლომდე მიიყვანოთ. ფორტუნა უღიმის კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.

თხის რქა

დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისაგნ – რაც დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. საქმეები, რომლებსაც უიმედოდ უყურებდით ნაყოფს გამოიღებს. მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სირთულეებზე, უსიამოვნებები არ ასცდება. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

მერწყული

თქვენი გამოცდილების წყალობით, დღეს შეძლებთ სწორად განაგოთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები. იყავით თავშეკავებული – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მართავთ საკუთარ თავს. საღამო დაუთმეთ სიყვარულს და გართობას.

თევზები

დღეს წარმატებული იქნება შეხვედრა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან. მოულოდნელ ცნობას მიიღებთ და ის სასიხარულო იქნება თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება. გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტივობა.

436 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი