ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ენერგიული და საყვარელია. ვნებიანი, მგრძნობიარე და გაბედულია. მას არასოდეს ავიწყდება, სიამოვნება მიანიჭოს პარტნიორს. ვერძს, როგორც წესი, არ აწუხებს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ ნიშნის მქონე ქალებს შეუძლიათ, ყველგან ჰქონდეთ სექსი. უჭირთ გრძნობების კონტროლი, არიან მოუსვენარი ბუნების და ნებისმიერ აქტიურ მამაკაცს აუბნევენ თავ-გზას. უყვართ ფლირტი და სასიყვარულო თავგადასავლები.

მორიელი
ყველაზე ვნებიან ნიშნად ითვლება. იცის, რომ ეროტიკა ფიზიკურ ფაქტზე მეტია. საზოგადოებრივ ადგილებში ბრწყინავს, როგორც ლედი, ხოლო საძინებელში, როგორც კარგად ჩაცმული მეძავი. მამაკაცები ჭკუას კარგავენ და აღფრთოვანებულები არიან ამ ნიშნის ქალებით. მისი პარტნიორის შეგიძლიათ, გშურდეთ, რამდენადაც მას შეუძლია, ერთდროულად იყოს მრავალფეროვანი, დაუღალავი და ნაზი.

კირჩხიბი
არასდროს გადადგამს პირველ ნაბიჯს. ახლო ურთიერთობაში გასაოცარი ვნების დემონსტრირება შეუძლია. უყვარს დაქვემდებარებულ როლში ყოფნა. იმდენად დიდი სექსაულურობა აქვთ, რომ ეს შემაწუხებელი ხდება მათთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ კირჩხიბს ძალიან უყვარს კომფორტი. ის, აგრეთვე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორის გარეგნობას.

ლომი
ლომს შეუძლია, თავი ტემპერამენტიან საყვარლად მოგაჩვენოთ. მან იცის ეფექტური და მრავალფეროვანი საშუალებები, რითაც ის თავის პარტნიორს აოცებს. საძინებელში მას, როგორც წესი, დიდი ლოგინი და წინასწარ მოწყობილი ინტიმური განათება აქვს. ლომი ქალის ფარული ოცნებაა, რომ ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ. სექსის დროს მამაკაცისგან ყველაფერს იღებს, რაც სურს.

მშვილდოსანი
ძალიან ძლიერია ლოგინში და უყვარს ექსპერიმენტები. მოსწონს სასიყვარულო ურთიერთობები ბუნებაში. მოსწონს სწრაფი სექსი, მათთვის მთავარია სწრაფად გადასვლა ძირითად ნაწილზე. მასთან ერთად ინტიმური ურთიერთობა დაუვიწყარი და არაპროგნოზირებადია. მშვილდოსანთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება საკმაოდ ძნელია. მათი ეროტიკული ზონა წელი და თეძოებია.

970 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი