დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, რომ სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო გახდება.
რამდენიმე დღის წინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორებ ამის შესახებ მიმართვა გააკეთა.
„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები” – აღნიშნა პრემიერმა.
929 ნახვა