ჩემი რეცეფტები გამოგადგებთ იმ ქალბატონებს, რომლებასაც ახლა უდგათ სქესობრივი ფუნქციების გაქრობის პერიოდი – ვგულისხმობ კლიმაქსს. ამ დროს ქალების უმრავლესობას ჯამრთელობა უუარესდება, რაც ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. ეს პერიოდი მეც გამოვიარე – ალები მაწუხებდა, ხან მამცივნებდა, ხან მოწყენილობა მიპყრობდა, ხან მეტისმეტად აღგზნება და უმიზეზო გაღიზიანება. სწორედ ასეთ მძიმე მომენტში სასწაულოქმედ ჩაიდ მექცა ბალახეული ჩაი, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით:

თანაბარი რაოდენობის მაყვლის ფოთლების, შავბალახას, კუნელის ყვავილების და ბერულას ნარევის 1 ს/კ დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაი და მიირთვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში. ორ კვირაში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ჯამრთელობას გისურვებთ!

პატივისცემით: ხათუნა. ბ

წყარო: ხალხური სამკურნალო რეცეფტები “კარაბადინი”

148 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი