“ამ ხეობაში ცხოვრობს განსაკუთრებულად თბილი, პატრიოტი ხალხი და მშრომელი ხალხი. მე ძალი ბევრი ახლო მეგობარი მყავდა და მყავს მანდ, ვიცნობ იქაურობას და ეს ხალხი მთლიანობაში იმსახურებს ძალინ დიდ პატივისცემას და სათუთ მოპყრობას.

ამ ხალხმა თავისი პატრიოტიზმით შეუნარჩუნა ეს ხეობა ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს  და მათი მოთხოვნა ჰესი სადაც შენდება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივას.

მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას. 2-კჯერ დაფიქრდით სანამ მანდ გამოიყენებთ ძალას, გაგზავნით სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას რომ გადაუაროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

მე მესმის რატომ აშენებთ ამ ჰესებს, იმიტომ რომ ივანიშვილის და კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ასევე, ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში ჰესის აშენება არ შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი. ამ ტურიზმით იჩენს ხალხი თავს ბოლო წლებში და ახლა ამითაც ექმნება დიდი საფრთხე.

მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს, ჩემო ძვირფასებო, ძალინ მიყვარხართ. გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმიტომ რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერეთ. ეს არ არის საბავშო ბაღი, ეს არის ძალი სათუთად მოსაპყრობი თემა, ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ, იმიტომ რომ ძალინ ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული.

მე პირადად მხარს ვუჭერ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ხალხის მოთხოვნას, რომ ჰესი არ აშენდეს! ეს მოთხონა სწორია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

22 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი