ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქართულ მედიას პროტესტს უცხადებს:

რაც შეეხება ქართულ საშინელებათა ჟანრის ჟურნალისტიკას, – სუიციდის და არამარტო სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე უნდა დაწესდეს მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი, რადგან ამგვარი ინფორმაციების სტანდარტის დაცვის გარეშე მიწოდება არა მხოლოდ მოსახლეობას აავადებს შფოთვითი აშლილობით და დამფრთხალს და ქმედითუუნაროს ხდის ადამიანებს, არამედ, სუიციდისა და მკვლელობების საკითხში არსებობს ტალღისებური გადადება, ქცევის კოპირება და იმ ადამიანთა ფსიქიკისთვის, ვისაც მსგავსი ფიქრი უტრიალებს და მსგავს ფიქრს ებრძვის, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება ხოლმე. ერთმანეთის გადარჩენაში თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, თორემ საშველი აღარაა.

144 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი