კონ­კურ­სში – “მის სა­ქარ­თვე­ლო” – გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკან­დალ­ში რომ ეხ­ვე­ვი­ან, არა­ხა­ლია. ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი “მის სა­ქარ­თვე­ლო”, ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი – მა­საც უმალ “ამო­უ­ქე­ქეს”, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და მისი გა­ნა­თხოვ­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც, რა­საც გო­გო­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამას­თან, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის მე­სა­მე დღეს მისი და – 9 წლის ანე­ტა გარ­და­იც­ვა­ლა. ამ თე­მა­ზე ჯა­ნეტს ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ კი­თხვებ­ზე მა­ინც მი­პა­სუ­ხა…

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯა­ნე­ტი:

– 1991 წელს, პე­ტერ­ბურ­გში და­ვი­ბა­დე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით გო­რი­დან იყო. ერთ ზა­ფხულს და­სას­ვე­ნებ­ლად აფხა­ზეთ­ში წა­ვი­და, სა­დაც ბებო გა­იც­ნო. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და გო­რე­ლი ბიჭი მეგ­რე­ლებ­მა აფხა­ზეთ­ში და­ი­ტო­ვეს. მა­მა­ჩე­მი აფხა­ზეთ­ში გაჩ­ნდა. სხვა­თა შო­რის, დე­დაც ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, მაგ­რამ 14 წლი­დან პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლობ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც… დე­დამ და მა­მამ ერ­თმა­ნე­თი რუ­სეთ­ში გა­იც­ნეს, იქვე შექ­მნეს ოჯა­ხი და ვი­ნა­ი­დან მეც იქ და­ვი­ბა­დე, ცხა­დია, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ნი­ჭა.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის ჩა­მოხ­ვე­დი?

– მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, მისი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდი­ლიყ­ვნენ და სას­კო­ლო ასა­კის გავ­ხდი თუ არა, აქ ჩა­მო­ვე­დით. სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. მამა ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, ხა­ნაც – მოს­კოვ­ში და მთე­ლი ოჯა­ხი მას დავ­ყვე­ბო­დით – ანუ ხან იქ ვცხოვ­რობ­დით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუ­სეთ­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, იქვე ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და მერე სა­ბუ­თე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე.

– ამ­ბობ­დნენ, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2010 წელს მი­ი­ღე…

– ეს სიც­რუ­ეა! სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1993 წელს ჩა­მო­ვე­დი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტიც მქონ­და, 2010 წელს კი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბარ­თვა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო, მე კი ეს არ ვი­ცო­დი; უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთი ამ­ბა­ვი არ ატე­ხეს, ისიც არ ვი­ცო­დი, რომ ჩემი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. მა­შინ თით­ქოს, ყვე­ლამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რა პირი. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ მე და ია კიწ­მა­რიშ­ვილს გვინ­დო­და, “მის მსოფ­ლი­ო­ზე” სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც წა­სუ­ლი­ყო.

– რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

– ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მე­სა­მე კურ­სზე ვარ, მო­დე­ლო­ბა კი ჩემი ჰო­ბია. სა­მო­მავ­ლოდ ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას ვა­პი­რებ. ყვე­ლა ჩემი ნა­თე­სა­ვი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და, რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, აქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

– კონ­კურ­სში – “მის სა­ქარ­თვე­ლო” მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რა­ტომ გა­გიჩ­ნდა?

– საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რე­ბი­სას მე და ჩემი ძმა ვმღე­რო­დით კი­დეც. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მომ­წონ­და… 2010 წელს “ელიტ მო­დელ ლუ­ქის” კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ბედი “მის სა­ქარ­თვე­ლო­ზეც” მე­ცა­და. გა­მარ­ჯვე­ბას არც ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ­დი, – ხუ­თე­ულ­ში თუ მოვ­ხვდე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

– რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც “მის სა­ქარ­თვე­ლო” გახ­დი?

– მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, – დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი.

– დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, შენს ოჯახს ტრა­გე­დი­აც და­ა­ტყდა თავს…

– კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით… ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, – ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ “მის მსოფ­ლი­ოს” კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც “მის სა­ქარ­თვე­ლო” ეწე­რა; ამ­ბობ­და, – მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, “მის სა­ქარ­თვე­ლოო”. მე­კი­თხე­ბო­და, – ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია…

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ, ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და.

– ინ­გლის­ში გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღე?

– ოჯა­ხის წევ­რებ­მაც მი­თხრეს, რომ ჩემი საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­მეყ­ვა­ნა. “მის მსოფ­ლი­ო­ზე” გამ­გზავ­რე­ბამ დეპ­რე­სი­ის­გან მიხ­სნა. ხან­და­ხან ძა­ლი­ან მინ­დო­და ტი­რი­ლი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, მე­ო­რე დღეს გა­რეთ და­სი­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ვერ გა­ვი­დო­დი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­ლდით, თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა.

– კონ­კურ­სის შე­სა­ხე­ბაც მო­მი­ყე­ვი. რო­გორც ვიცი, მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გქონ­დათ…

– კი, დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით, 7-დან 8 სა­ა­თამ­დე ვსა­უზ­მობ­დით და მერე მთე­ლი დღე, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე რე­პე­ტი­ცია გვქონ­და… მახ­სოვს, პირ­ვე­ლად ედინ­ბურ­გის სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით, რო­მე­ლიც XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და. მე­ო­რე დღეს­ვე შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ იქ უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და: კა­რა­დის კარი იღე­ბო­და, კა­კუ­ნი გვეს­მო­და და ა.შ. რო­გორც ედინ­ბურ­გში ამ­ბო­ბენ, – იმ სას­ტუმ­რო­ში სუ­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ (იღი­მის)… როცა ჟი­უ­რის­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი უნდა წარ­მედ­გი­ნა, მათ ჩემი და­ი­კოს შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. მე­ტი­რე­ბო­და, კრი­ჭა შე­მეკ­რა, მას­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და… ჟი­უ­რის ვუ­თხა­რი, რომ მინ­დო­და, ანე­ტას სა­ხელ­ზე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი და­მე­არ­სე­ბი­ნა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს და­ეხ­მა­რე­ბო­და.

“მის მსოფ­ლი­ოს” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ჯუ­ლია მორ­ლი დამ­პირ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ფონ­დის და­არ­სე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სამ­დე 3 დღით ადრე სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბის ათე­ულ­ში ვყო­ფილ­ვარ; მაგ­რამ არც ერ­თმა ქარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ კონ­კურ­სის ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ შე­ის­ყი­და, ამან კი ჟი­უ­რი­ზე საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა: მსგავს კონ­კურ­სებ­ზე, რო­გო­რი კარ­გი გა­რეგ­ნო­ბაც უნდა გქონ­დეს, თუ შენი ქვეყ­ნის­გან მხარ­და­ჭე­რა არ გაქვს, ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ.

– ამ­ბო­ბენ, რომ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ეს სი­მარ­თლეა?

– არა. ვიდ­რე ინ­გლის­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, – რომ ჩახ­ვალ, ფრთხი­ლად იყა­ვი, არა­ფე­რი “გა­გი­ჩა­ლი­ჩო­ნო”, მაგ­რამ იქ სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, ბევრ გო­გო­ნას და­ვუ­მე­გობ­რდი.

– ჯა­ნეტ, შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გავ­რცელ­და ჭორი. ამ­ბობ­დნენ, რომ გა­თხო­ვი­ლი იყა­ვი…

– ეს სიც­რუ­ეა! ისიც გა­ვი­გე, თით­ქოს უკვე ორი შვი­ლი მყავს და იმა­საც ამ­ბობ­დნენ, – ანე­ტა მისი და კი არა, ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდა­თო. თუ და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ ეს აბ­სურ­დია. აბა, რა გა­მო­დის, ბავ­შვი 10 წლის ასაკ­ში გა­ვა­ჩი­ნე?.. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ვინ­მე თუ გა­მოჩ­ნდე­ბა, არ და­გი­მა­ლავთ.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი “გზა”

285 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი