ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა მიმართვას ავრცელებს:

“როგორც ირკვევა, 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია (იმედია, ასე არ მოხდება). არ დავიწყებ საუბარს იმ უსუსტეს რეაქციაზე, რომელიც დავინახეთ პოლიტიკოსების მხრიდან.ეს ისედაც ნათელია.

თუ აზერბაიჯანელები გაბედავენ და განახორციელებენ თავის გეგმას, მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად? მოსაფიქრებლად გვაქვს სულ რამდენიმე დღე.

გულწრფელად გეტყვით – არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ მთავრობა ღირსეულ პასუხს გასცემს აზერბაიჯანულ მხარეს. იმედია ვცდები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დადგება დავიდ გარეჯშიც. მოვუწოდებ მთავრობას ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს. მოვუწოდებ საზოგადოებას მოემზადოს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი მთავრობის იმედი არავის აქვს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს ქაცარავა.

129 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი