“რუსთავი 2”-ის გადაცემა “ფარული კონვერტის” ეთერში მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ხმამაღლა და ძალიან გულწრფელად ისაუბრა და დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ურთულესი პერიოდი გამოვიარე, ამ ცხოვრებაში რა არ გადამიტანია, მაგრამ ეს ვიდეო, როცა გავრცელდა ყოველდღე მინდოდა მომკვდარიყავი, სულ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, როგორია შენს სახელს რომ დაგუგლავ და ,,პორნჰაბზე” ამოგიგდებს ვიდეოს?!
ახლა თქვენ ნახავთ ფოტოებს ვისთანაც მქონდა ძალიან სერიოზული რომანი. ჩემზე ბევრად უფროსია და ურთიერთობა ძალიან სკანდალურად დავასრულეთ. მისი სახელი და გავრია გიორგი შელეგია, იგივე “ძაძა”.