თინეიჯერების გულთამპყრობელმა, სუპერვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა ცოლს ჰეილი ბოლდუინს სიმღერა მიუძღვმა, პოსტს პარიზში გადაღებული ფოტოც დაურთო, ის მადლობას უხდის მეუღლეს გვერდში დგომისთვის.

“მზის სხივები მორევში ჩაიძირა,
ისევე, როგორც მე შენს ტუჩებში.
ტალღები ნაპირს ეხეთქებიან,
ჩემი შენდამი სიყვარული კი უფრო და უფრო იზრდება.
ჭრიჭინების ხმა ჭეშმარიტი მედიტაციაა,
მე ვფიქრობ შენზე, ღმერთის დიდებულ ქმნილებაზე.
როდესაც ასეთი ბედნიერი ვარ,
ვიაზრებ, რომ შენ ჭეშმარიტად ჩემი მონათესავე სული ხარ.
უფრო და უფრო ბნელდება,
ცივი ნიავი მეხვევა.
ბაღიდან გვირილების სურნელი აღწევს,
ჩემი ცხოვრება ფილმია, რომელშიც ჩვენ ვარსკვლავები ვართ.
ვარსკვლავები ვახსენე და დავინახე, როგორ აენთენ ცაში,
მათი ციმციმი ჩემს თავისუფლებას მახსენებს.
როგორი დიდი და უკიდეგანოა სამყარო ჩვენ გარშემო,
მადლობა ღმერთს, ჩვენ დაკარგული ვიყავით და მან გვიპოვა.
ამ ლექსის წერისას, მასზე ფიქრი არ მტოვებს
და ვიცი, რომ დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება.”

254 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი